08:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 14:59:39, 721 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – გავრცელებული კადრებით ცდილობენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღირსება შეულახონ

გავრცელებული კადრები ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, იუსტიციის სამინსიტროს მიერ გავრცელებული კადრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსების შელახვას ემსახურება.

"გავრცელებული კადრებიდან, როგორ მე-12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, ისე დღევანდელი, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე 18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის იყო ეს მიუღებელი, ვნახეთ მისი წინააღმდეგობა ბუნებრივია.

გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში".- ამბობს საძაგლიშვილი. 

ცნობისთვის, ცოტახნისწინ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics