|
2021-11-11 12:38:01, 535 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით მკაფიოდ განსაზღვრული სწორი ხედვა აქვს და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. პროგრამის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ მიმართულებით აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს და მინისტრს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრი, სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)