21:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 12:22:25, 515 ნახვა

საზოგადოება
ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

მათვე ინფორმაციით, 4 967 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო.  რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი  1 874 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. 

სამუშაოების შედეგად,  მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები.

ჯამში, ორივე ქუჩის კეთილმოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 617 354 ლარი დაიხარჯა.

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics