|
2021-11-10 17:12:57, 593 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორია
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით,ბანკი საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ- Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ კი საქართველოში პირველად გაიმართება. შოუს მიზანია, საინტერესო, გამორჩეული, ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბიზნესების დაფინანსება. შოუს მთავარი გმირი, 5 ცნობილი ინვესტორი, ახალი იდეებისა და ახალი ბიზნესების ძიებაშია. ბიზნესების მოსმენის შემდეგ ისინი ანტრეპრენერს საკუთარ შეთავაზებას უკეთებენ. შემდეგ კი იწყება შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოლაპარაკება, რომელიც ცოცხალი პროცესია და კომპანიის ბედი, ფაქტობრივად წამებში, მაყურებლის თვალწინ წყდება. “შარქ თენქი არის უნიკალური პროექტი და შესაძლებლობა ნებისიერი ადამიანისთვის, ვისაც სჯერა საკუთარი იდეის. ეს არის ადგილი, სადაც ანტრეპრენერს შეუძლიამიზნები, ოცნებებირეალობად აქციოს. აქ ბიზნესის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი, ვიყოთ გენერალური პარტნიორები და მხარდამჭერები ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისა. გვჯერა, შოუს განმავლობაში ბევრი ახალი ბიზნესი შეიქმნება, არსებული გაფართოვდება და ბევრისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ ვერ ბედავს საკუთარი იდეის განხორციელებას, იქნება ინსპირაცია იმისა, რომ ირწმუნოს საკუთარი ძალების და არასროს გაჩერდეს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, Shark Tank-ის ისტორია 2009 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ებრძოდა. 2009 წლიდან დღემდე შოუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. 222 ეპიზოდი, 895 Pitch, 499 წარმატებული შეთანხმებადა 12 სეზონის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დაფინანსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)