|
2021-11-10 10:44:41, 554 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება
დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული, თბილისის მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი შემოდგომის კულტურული ცხოვრებისა და ფესტივალების ბრწყინვალე კასკადს, როგორც წესი სექტემბერში იწყებს, მაგრამ წელს პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ნოემბერში გადაინაცვლა. ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერის წარმოდგენით -„მოს კონცერტი“ და მიხეილ ბარიშნიკოვს მხატვრული ინსტალაცია ფილმით - „არც ერთხელ“. ასევე, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. 13 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.
ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, ასევე, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. თეატრალურმა ღონისძიებამ მათთან ერთად, უმასპინძლა კომპანიებს, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისკენ. ბილეთები იყიდება 5 ნოემბრიდან. ფესტივალის პროგრამა: 10, 11 ნოემბერი მოს კონცერტი ლა კომპანი დიუ ანეტონ (მაისის ხოჭოს კომპანია) რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი, ქორეოგრაფი - ჯეიმს ტიერი 20 – 22 ნოემბერი იან ფაბრი / მიხაილ ბარიშნიკოვი არც ერთხელ მხატვრული ინსტალაცია ფილმით ფილმის რეჟისორები: იან ფაბრი და ფილ გრიფინი ვორქშოფები: 29 ნოემბერი - პირველი დეკემბერი ტრანსფორმაცია გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება ჯაილზ ფორმანი სამსახიობო ოსტატობის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი 2, 3 დეკემბერი თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, გერმანია ციფრული ტექსტილები 6 – 10 დეკემბერი ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისთვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად, გერმანია კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)