|
2021-11-09 19:39:22, 597 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია, მე-4 ადგილს განგებ არ დავასახელებ
ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს- ამის შესახებ "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ საქალაქო სასამართლოში. "„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად. ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს"- განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელია დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არა ნაკლებ მძიმეა. "არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა."- განაცხადა მელიამ
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)