|
2021-11-08 14:21:16, 590 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ წვლილი შევიტანო სამშობლოს გათავისუფლებაში
სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ წვლილი შევიტანო სამშობლოს გათავისუფლებაში. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მის ახლა მიმართვაში განცხადა. "მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილის მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში, ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 39-ე დღეა შიმშლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)