|
2021-11-06 19:50:43, 600 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილს, მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში!
საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, რუსთვის ციხესთან შეკრები მოქალაქეებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე თავისუფალ პატიმარია და, რომ ის პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში. „დღეს, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ისტორიის ნათელი მხარეა. ისტორიის ნათელი მხარე არის აქ, იქნება თბილისში, იქნება ზუგდიდში, იქნება ბათუმში, ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის იმიტომ, რომ დღეს არ არის დრო ტელევიზორთან ვისხდეთ და ისე ვუყურებდეთ მოვლენებს რა ხდება ქვეყანაში. არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ - დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს...თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს. საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი. გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება. ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას სინელიდან, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო. თავისუფლება მიშას! რიგგარეშე არჩევნები “ - განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)