|
2021-11-06 13:15:29, 457 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, ხმაურია
რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც 17:00 საათზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია უნდა გაიმართოს, ხმაურია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ადგილზე სცენის აწყობის საშუალება არ მისცეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებმაც განუმარტეს შეკრებილებს, რომ ადგილი, სადაც მათ სცენის აწყობა სურდათ, არ იყო უსაფრთხო. "აქციის ორგანიზატორებს ავუხსენით, რომ სადაც უნდოდათ სცენის განთავსება, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი. მოვუწოდეთ, რომ ეს სცენა გადაეტანათ, სადაც ადრე აკეთებდნენ ხოლმე და კანონის შესაბამისად, პოლიციის კანონის შესაბამისად, იმოქმედა პოლიციამ, სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა", – განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)