|
2021-11-06 13:07:45, 590 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია – რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად, ადამიანურად სასიამოვნოა, როცა ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ის პარლამენტში უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა მოინახულა, რაც მისივე თქმით, ადამიანურად ძალიან სასიამოვნოა. "ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება და კონკრეტულად ამას სჭირდება, როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში მისი გადაყვანა და რა თქმა უნდა, არა თუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ვფიქრობ ფორმების გამწვავებას, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერად იქნება საფრთხე, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს. რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად, არ მინდა საჯაროდ დავასახელო, არ შევუქმი დისკომფორტს და, რა თქმა უნდა, მაინც ადამიანურად სასიამოვნოა, როდესაც ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია,“- განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)