14:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 19:39:54, 565 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო პანდემიის საწყისი, ქართველი დიპლომატი ეხმარებოდა უცხოეთში მყოფებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართული დიპლომატია არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ჩვენს კავშირებს განამტკიცებს, არამედ მსოფლიოში არსებული 80-მდე მისიის სახით უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთობას სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს  თანამემამულეებს შორის,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

„ჩვენ პირველად შევიმუშავეთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია; მიმდინარეობს და დაგეგმილია მრავალი სახელმწიფო პროგრამა უცხოეთში ქართული დიასპორის გასაძლიერებლად. ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო გლობალური პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი, ხშირად საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

ყველაფერი ეს, ძვირფასო მეგობრებო, ცხადყოფს, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე დიპლომატიის როლი საკვანძო და არსებითი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია საკუთარ სიტყვას იტყვის დღეს არსებული ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების დაძლევის, საქართველოს შემდგომი წინსვლის პროცესშიც.

თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან დიპლომატს ამ დარბაზსა თუ მსოფლიოს მრავალ წერტილში, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics