|
2021-11-05 18:13:16, 895 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - 6 ნოემბერს ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული
ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშილს სამოქალაქო ციხეში არ გადაიყვანენ. "ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში, დამატებითი გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით ვისაუბრებთ, რადგან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო და არ ვიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში." - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)