|
2021-11-05 15:05:47, 667 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი სააკაშვილზე - უჩვეულოდ არაენერგიულია, ვერც კი გავაკეთებთ შედარებას მის წინა მდგომარეობებთან
მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სამედიცინო ენაზე ამის გადმოცემა, ბუნებრივია გამიჭირდება, მაგრამ ის გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი უჩვეულოდ არაენერგიულად გამოიყურება და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. "მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სამედიცინო ენაზე ამის გადმოცემა, ბუნებრივია გამიჭირდება, მაგრამ ის გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, ...უჩვეულოდ არაენერგიულია, როგორც მიხეილ სააკაშილს ვიცნობთ, ვერც კი გავაკეთებთ შედარებას მის წინა მდგომარეობებთან თუნდაც იქნება ეს გადაადგილება, საუბარი თუ ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკვე კარგა ხნის გადაყვანილი უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში"- განაცხადა ბექა ბასილაიამ. იგი ასევე გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილსთვის დაწესებულ სატელეფონო შეზღუდვებს და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერ აკეთებს, რომ მას არ მიეცეს საზოგადოების წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა. "მთავარი არის ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა საზოგადოების წინაშე წარდგენის, მაშინ, როცა ორი საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, მესამე საქმე ახლა წამოიწყეს. მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო ზარები უკვე თვენახევარი შესრულდება , ყველაფერი დაბურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს თვალი ვერ მოკრას ქართველმა ხალხმა. ამიტომ, ახლა ამოცანაა, ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა ქვეყანაში, უზრუნველყოფს პოლიტიკური მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნა. სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ პატიმრობაში, უკანონო მძევლობაში, პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიცვას. ხელისუფლებას აქვს დღის წესრიგად ქცეული ერთი რამ - როგორმე მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, აასრულონ კრიმინალის და პუტინის რევანშისტული სურვილები"- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)