|
2021-11-03 10:14:12, 1206 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინჰინი კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არჩასვლის გამო გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები გააკრიტიკა. ბაიდენის განცხადებით, გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლა მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, არის კლიმატი. ყველგან - ისლანდიიდან ავსტრალიამდე - ეს გიგანტური საკითხია და ისინი გვერდზე გადგნენ. როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?"- განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ბაიდენის თქმით რუსეთს კლიმატთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. „იგივე ითქმის პუტინსა და რუსეთზე. მისი ტუნდრა იწვის. მას კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს,“- აღნიშნა ბაიდენმა. გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)