16:49 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 15:06:45, 565 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში

ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. - ამის შესახებ ქუთაისი მერობის კანიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, იგი იზიარებს მიხეილ სააკაშილის პოზიციას, თუმცა გუნდში ჯერ ამაზე არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, ვიზიარებ  მიხეილ სააკაშვილის წერილის შინაარს. მე და ჩემი მეგობრები ორი თვეა ველზე ვართ, პარლამენტში ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული და  პროცედურულ საკითხებზე გულწრფელად გეტყვით არ გვიმსჯელია, ეს გუნდურად უნდა გადაწყდეს. მათ შორის, ყველა ადამიანი ვინც არის პარტიაში და ფრაქციაში უნდა იყოს გუნდური თამაშის მონაწილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენთვის უპირველესი საკითხი უნდა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამისთვის ყველანაიარ ბერკეტს გამოვუყენებთ.

ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics