|
2021-11-02 10:11:57, 612 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი აშშ–ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეგიონალურ დირექტორს, ჩარლზ ვიტეკს შეხვდა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) შორის ხუთწლიანი წარმატებული პარტნიორობა შეაფასეს და სამომავლოდ, არსებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) წარმომადგენლებს საქართველოში თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური დაცვა და გაუმჯობესება“ განხორციელებისთვის, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროგრამა განხორციელდა. „აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) ძალიან წარმატებულია ურთიერთობა როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოს განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და განხორციელდა ორივე სააგენტოს გადაიარაღება. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ მიმდინარე წელს თითქმის 1 100 000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქციის ექსპორტი. ვფიქრობ, არსებული პროექტის გაგრძელებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. ჩარლზ ვიტეკმა არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროს მიერ შესაბამის სფეროებში მიღებული გამოცდილების შესახებ მოისმინა და იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ლაბორატორიის გადაიარაღების, ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის კუთხით გვაქვს ქვეყანაში. შეხვედრას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) წარმომადგენლები და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)