|
2021-10-31 17:01:16, 803 ნახვა
პოლიტიკა
ალბერტ იონსონი - ჩვენს დამკვირვებელს „ქართული ოცნების“ აქციაზე პასუხობდნენ, რომ იყვნენ საჯარო მოხელეები
თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე, სადაც ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლები აქციაზე მყოფ მოქალაქეებს შემთხვევითობის პრინციპით აჩერებდნენ და უსვამდნენ კითხვებს და შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც წახალისებულები იყვნენ და ჰქონდათ მიღებული ინსტრუქციები უფროსებისგან, რომ წასულიყვნენ აღნიშნულ შეხვედრაზე. - ამის შესახებ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა. მისი თქმით, დამკვირვებლები შეისავლიდნენ იმ მოვლნეებს,რომლებიც გავლენას ახდენდენ საარჩევნო პროცსებზე. „არასწორ პრაქტიკას რამდენად შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე გავლენა, ამას ჩვენ ვერ შევაფასებთ და ვერ გავზომავთ. ჩვენ მხოლოდ ისე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პრაქტიკამ, ბრალდებებმა, თანამდებობის არასათანადო გამოყენებამ, რომლებზეც ჩვენს განცხადებაშიც ვისაუბრეთ, დიდი გავლენა იქონია არჩევნების გარემოზე, საარცევნო კამპანიაზე, პოლიტიკურ დისკურსზეც და როგორც აღინიშნა ჩვენს წინა ანგარიშებში, პირდაპირ კავშირშია ეს ყველაფერი საზოგადოებრივ ნდობასთან. განცხადებებში ჩვენ ვსაუბრობთ ბრალდებებზე, რომლებიც ისევ რჩება და არის მრავალი ასეთი ბრალდება, რომელიც არის ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული, მაგრამ ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, ამიტომ ამ ბრალდებების ასახვაზე ვჩერდებით. მხოლოდ ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც იყო თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე, სადაც ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლები აქციაზე მყოფ მოქალაქეებს შემთხვევითობის პრინციპით აჩერებდნენ და უსვამდნენ კითხვებს და შედეგად აღმოჩნდა, რომ იქ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც წახალისებულები იყვნენ და ჰქონდათ მიღებული ინსტრუქციები უფროსებისგან, რომ წასულიყვნენ აღნიშნულ შეხვედრაზე. ჩვენ ვთქვით ჩვენს შეფასებით ნაწილში, რომ ეს იყო საფუძვლიანი ბრალდება, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ჩვენ უბრალოდ ვახსენებთ სიტყვა „ბრალდებას“. თუმცა როგორც ვთქვი, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე, გავლენას ახდენს კამპანიაზე. - განაცხადა ალბერტ იონსონმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)