|
2021-10-31 01:04:15, 604 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ცდილობენ მოიტყუონ, თითქოს „ოცნებას“ აქვს უპირატესობა - არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება, თითქოს მათ აქვთ არჩევნებზე უპირატესობა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ოპოზიცია არ აპირებს ამ არჩევნების დათმობას. "ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც, მთლიანობაში, მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. ისინი თავისივე ტყუილებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს: ღამე ამ რიცხვების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს: გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და კიდევ ერთხელ მიიტაცონ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა - სამართლებრივი და სხვადასხვა გზით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)