|
2021-10-30 13:42:05, 529 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - დღეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც შეუძლია სიტუაციის რადიკალურად შემოტრიალება
პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელსაც შეუძლია სიტუაციის რადიკალურად შემოტრიალება. „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, არა ვინმეს გასარიყად, პირიქით, საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, სამართლიანობისთვის და განსხვავებული ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრობისთვის და ამის გარანტია ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ახლა აღმოაჩინეს გაყალბებული პირადობების მოწმობები, რაც სისტემური დანაშაულია, მაგრამ ყველას ვარწმუნებთ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება „ქართულ ოცნებას“ არ უშველის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)