|
2021-10-30 11:11:23, 470 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: 10 საათის მონაცემებით, წინა ტურთან შედარებით თბილისში აქტიურობა დაახლოებით 5%-ითაა გაზრდილი - მივმართავ მხარდამჭერებს, ვიაქტიუროთ
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 10 საათის მონაცემებით 5%-ით არის დედაქალაქში აქტივობა გაზრდილი. "მნიშვნელოვანი დღეა, არჩევნების მეორე ტური იმართება და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ 10 საათის მონაცემებით 5% არის აქტივობა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩეველს იაქტიუროს, თითეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება და იმ პროექტებს განვახორციელება რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს იმ პროექტების განვითარების შეჩერება რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის." - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)