|
2021-10-29 22:12:33, 575 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია არჩევნებზე - უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა
უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი?! ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ! ამის შესახებ თბილისში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა. იგი მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პროვოკაციებს. „ რამდენიმე საათში თითოეულ ჩვენგანს, ყველას ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, შევცვალოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი მშობლიური თბილისი, ჩვენი მშობლიური საქართველო უკეთესობისკენ. უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა და შანსი, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე, შეიძლება, დაიბადო, იცხოვრო და ზეციურ საქართველოში ისე წახვიდე, ეს შანსი არ მოგეცეს, მაგრამ ჩვენ მოგვეცა. რა არის ეს შანსი?! ეს არის ისტორიის დაწერა ხვალ, ჩვენ ამ ისტორიას დავწერთ! ჩვენ ვართ მართლები, როგორც არასდროს, როგორც არასდროს, მორალურად წელში გამართულები ვართ! ალალად გეუბნებით, რომ წინ ვერაფერი დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და იარაღის ჩადება. გაბრაზებული ვარ, არ დაგიმალავთ ერთი საათის წინ, ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს მანქანა გააჩერებინეს სენაკის და აბაშის გზაგასაყარზე და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს. ერთი საათია იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია პირველ ტურში, საკუთარ სოფელში 500 ხმით სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ. დიახ, ეს უსამართლო ბრძოლაა „ქართული უცნების“ მხირდან. უნდა გავუძოთ და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“,- აღნიშნავს მელია.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)