|
2021-10-29 12:45:52, 455 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: ქარტიამ უკვე დაადგინა ყველაფრის კადრებაში „ტვ პირველის“ მხრიდან დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში
ორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეს მიმართ ტვ პირველთან ცილისწამებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში. „მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიებისა აგრძელებს როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა ტვ პირველის, უკაცრავად „პირველების" ყველაფრის კადრებაში დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციების წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)