|
2021-10-29 12:16:52, 486 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე – ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის
ღარიბაშვილი და მთელი „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ რამის კადრებაზე არიან წამსვლელები - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას. „ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე. დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის. თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი არ არის, ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ განცხადებასთან. როდესაც ადამიანი პატიმრობაში გყავს და არ იღებ იმ ზომებს, რომელიც მისი ჯამრთელობისთვის აუცილებელია, რისკებს არ ითვალისწინებ და ასეთი დამოკიდებულება გაქვს, კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ძალის დენმონტრირებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვითმკვლელობა დასჯადი არ არის და თუ კი ვინმეს ეს სურს, მას ხელს ვერავინ შეუშლის
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)