06:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 11:05:25, 1348 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“  ნებისმიერი სახით თანამშრომლობა.

„ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა „ნაცებს“! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“, - წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics