|
2021-10-28 20:49:00, 552 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე - ეს არის გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე
ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს.ამის შესახებ თბილისის მერმა IPSOS-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, კვლევებზე დამოკიდებული არასდროს იყო და მისთვის მთავარი ხალხია. „კვლევებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს არ მქონია. ოპონენტების ნდობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია ხალხი, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათი განწყობები ჩემს მიმართ, იმ პროექტების და საქმეების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის და გავაკეთებთ მომავალში. ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს. სამარცხვინოა ასევე ის ფაქტი, ეტყობა აერიათ ამ გაყალბებასა და ჯღაბნაში, IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ზუგდიდის მონაცემები და გვარამიას მიერ გაჟღერებული ეს ყველაფერი“, -
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)