|
2021-10-27 15:43:22, 615 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი გორდონი დეპორტზე - ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის
ამას ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მოეწყოთ ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. - უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოდან დეპორტაციის ფაქტს გამოეხმაურა. იგი „ტელეგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს რომ, ის რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. „ერთი საათის წინ ჩავფრინდი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში საპასპორტო კონტროლზე ველდოებოდი პასპორტში ბეჭედს. ახლახან ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ამას ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მოეწყოთ ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.“- წერს დიმიტრი გორდონი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)