|
2021-10-27 13:56:13, 767 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ანგარიშს მოამზადებს, რომელსაც ევროპარლამენტარებს გადასცემს
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა შეხვდა. როგორც უკრაინის ომბუდსმენმა ქვეყნის ექს–პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს კონსილიუმისა და ომბუდსმენის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. მისივე თქმით, ის მოამზადებს სპეციალურ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელსაც გადასცემს უკრაინაში აკრედიტირებულ ელჩებს, ასევე ევროპარლამენტარებს. "მე მოვამზადებ სპეციალურ დასკვნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც დავინახე საკუთარი თვალებით, რომელსაც გავაგზავნი ევროპარლამენტში. ასევე შევხვდები ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას და ჩამოვაყალიბებთ საერთო პოზიციას. უკრაინაში მოვითხოვ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მივიტანო მის ყურამდე როგორც არსებული ინფორმაცია, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიღებული ინფორმაცია", – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)