00:11 - 23 Jul, 2026
|
2021-10-27 13:09:12, 624 ნახვა
პოლიტიკა
EPP - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. როგორც EPP-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლება პასუხისმგებელია ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ სახით გამწვავებაზე. „ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში, ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი სახით გამწვავებაზე", – ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)