|
2021-10-27 11:04:01, 621 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში უკრაინის სახალხო დამცველი მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა მივიდა. როგორც უკრაინის ომბუდსმენმა ციხეში შესვლამდე განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. "დღეს უკრაინის მოქალაქის მონახულების საშუალება მოგვეცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს დაველაპარაკო მის პირად ექიმს. აუცილებელია მისი სიცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა. უნდა შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და გავიგებ, მას რა სურს, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)