|
2021-10-26 19:37:03, 776 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს
მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, "პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ თუ ექსპრეზიდენტს დასჭირდება სტაციონარში განთავსება, მას განათავსებენ კიდეც სტაციონარში. "მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ის შიმშილობს თუ თავს იკავებს საკვების მიღებისგან, რა თქმა უნდა, თავის თავს ამით ზიანს აყენებს, მაგრამ სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნებს იმაზე, რომ თუკი მას დასჭირდა სტაციონარული განთავსება, განათავსებს სტაციონარში, ჩაუტაროს ყველა კვლევა, დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა." - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)