|
2021-10-26 18:29:35, 797 ნახვა
პოლიტიკა
ექიმები ხელისუფლებას – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზებული იყოს პოლიტპროფილურ კლინიკაში. როგორც საგანგებო ბრიფინგზე "მედგიდის" დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ახლა არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო, ქვეყნის ექს–პრეზიდენტი საჭიროებს მონიტორინგს და მრავალკვალიფიციურ მკურნალობას, რას მისივე თქმით, გლდანის ციხესთან არსებულ საავადმყოფოში არ არის. "საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 26–ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების. დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიტპროფილურ კლინიკაში, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის საჭიროებს 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია, რაც დაადასტურა ომბუდსმენმა. სამწუხაროდ, მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი, პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს", – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)