|
2021-10-25 18:06:14, 5829 ნახვა
კულტურა
ქართულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჯილდო აიღო
ქართულმა ფილმმა, „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ რომლის რეჟისორიც ალექსანდრე კობერიძეა ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო დაიმსახურა. 150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, საბოლოო მონტაჟი წელს, თებერვალში დასრულდა. ფილმში მოქმედება ქუთაისში ხდება ფარმაცევტ ლიზას და ფეხბურთელ გიორგის ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და პაემანზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ერთმანეთის ნახვას ვერ ასწრებენ, რადგან მეორე დილით სხვა ადამიანებად გადაიქცევიან შელოცვა მათ მხოლოდ გარეგნობას კი არა, ყველა უნარ-ჩვევას უცვლის და ორივე ერთსა და იმავე კაფეში, მოხუც მეპატრონესთან იწყებს მუშაობას. ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 1993 წლის შემდეგ. ფილმში მთავარ როლებს, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე, ვახტანგ ფანჩულიძე ანი ქარსელაძე და გიორგი ბოჭორიშვილი თამაშბენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)