10:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 19:55:38, 1688 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - ის რომ სააკაშვილმა მაცივრით იმგზავრა 48 საათი რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს იმაზე თუ რამდენად უყვარს მას სამშობლო

უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო.-   ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ  20 ოქტომბერს ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს, რომლებსაც თანდართული ჰქონდა მედიაში გავრცელებული მასალები.

ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გასაჯაროვება.

„უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია „იმედს“ საქმის მასალები. ამ თემაზე რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ცხადია, ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული, რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეო მასალების გადაცემა. თავად ტელეკომპანია „იმედი“ გვიმტკიცებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.

ეს ვიდეო ერთადერთი რაზეც მეტყველებს, ტელეკომპანია „იმედი“ და პროსახელისუფლებო მედია 9 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მონსტრად წარმოსახვას და ამ ვიდეოში პირიქით ჩანს, ადამიანი, რომელიც არის ძალიან მხიარული, კეთილი. ის სიტუაცია, რომელიც აღწერილი იყო ამ სიუჟეტში, რომ მაცივრით იმგზავრა 48 საათის განმავლობაში რძის პროდუქტებთან ერთად, მიუთითებს, იმაზე თუ რამდენად უყვარს ამ ადამიანს საკუთარი სამშობლო, რამდენად მძიმე გზა გამოიარა უკრაინიდან იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო და დაბრუნებულიყო ისე, რომ არავისთვის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცა და ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა თავიდან“, - განაცხადა დიმიტრი  საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics