02:03 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 13:44:21, 658 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ხალხი „დაიჩაგრება“

ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ხალხი „დაიჩაგრება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადია.

„ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას.

პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზოციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”.

კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმინართული დანაშაულის განაცხადი", - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, პარტიის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, „ნაბიჯს ვერ გადადგამს“, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics