|
2021-10-22 10:23:35, 335 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ქუთაისის მერია ვერ იწყებს ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას, რაც მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ არის მტკნარი სიცრუე და ჩვენი თანაქალაქების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. ხელშეკრულება ხელმოწერილია უკვე და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში, რამდენიმე დღეში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება. ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მარტო დროში, არამედ ხარისხიანად დასრულდეს ყველა პროექტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ცნობისთვის, "ფლანგვის დეტექტორმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაცია არ მომხდარა.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)