19:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 12:51:55, 1278 ნახვა

მსოფლიო
ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს

ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ნატო-ს დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს მიიღებენ გენერალურ გეგმას, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას მოემსახურება.

სტრატეგია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა ცნობილია, რომ ის ცდება რეგიონულ თავდაცვით გეგმას და მიზნად ისახავს ნატო-ს მომზადებას რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ბალტიისა და შავ ზღვებში, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, კომპიუტერულ ქსელების გატეხვას ან პოტენციური შეტევით კოსმოსიდან.

ოფიციალური პირები და დიპლომატები ამბობენ, რომ რუსეთისგან მსგავსი თავდასხმა გარდაუვალია. თუმცა რუსეთი უარყოფს ომის მსგავს განზრახვას და აცხადებს, რომ ეს არის ნატო, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის დესტაბილიზაციას.

"ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი ატარებდა წვრთნას რობოტექნიკით და  რაკეტებით, რაც შეიძლება მართლაც დამანგრეველი იყოს", - განაცხადა მაღალჩინოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics