|
2021-10-19 23:03:32, 599 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი სააკაშვილზე – ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა, ექიმთა რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციაა
ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა, ექიმთა რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუტიციის სამინისტროში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული კონსილიუმის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ არის მე-19 დღე შიმშილობის, ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა,ამიტომ პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამაზე თანხმობა არ აქვს გაცემული მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ვმსჯელობთ, რომ სანამ თანხმობას განაცხადებს ადგილზე იყოს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, თუკი მდგომარეობა გართულდება. თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. თუმცა თუ ვითრება გართულდა და პაციენტი გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ექიმები ვალდებულები არიან, გაუწიონ დახმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ომბუდსმენმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)