|
2021-10-19 17:17:24, 624 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს
ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის, მთელი მოსახლეობა უნდა დავირაზმოთ, ძლიერად ჩავატაროთ ეს არჩევნები და ძლიერად მოვიგოთ ყველგან, იმისთვის, რომ არც ერთი საბაბი და სალაპარაკო არ მივცეთ ჩვენს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი მოწოდება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. 3 წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში. მთელი ეს საბოტაჟი ამ თვეების განმავლობაში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ შევძელით 12%-იანი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ვაქცინაციაზე იყო საუბარი, მინდა ვთქვა, რომ 1 მილიონი მოქალაქე ჩვენ ავცერით, შევძელით, დავარწმუნეთ, ორი მილიონი აცრა არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე აიცრას, ეკონომიკას მივხედოთ, პროექტები განვახორციელოთ, რეალურად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრალი", - განაცხადა პრემიერმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)