|
2021-10-13 12:24:55, 589 ნახვა
საზოგადოება
GITA-სა და კომპანია PAYZE-ის შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიან საგრანტო პროგრამაში სტარტაპმა PAYZE - მ გაიმარჯვა. საგრანტო ხელშეკრულება ტექნოპარკში გაფორმდა. PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, ციფრული გადახდების მიღების გამარტივებაა. PAYZE 500 Startups-ის პროგრამის გამარჯვებული და პირველი სტარტაპია რეგიონიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც შეირჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Ycombinator-ის (YC) აქსელერაციის პროგრამის მიერ. YC-მ ასევე, თავის მხრივ, კომპანიაში ინვესტიციაც განახორციელა. YC-თან ერთად, PAYZE-ის ინვესტორთა სია აერთიანებს, როგორც მსხვილ ვენჩურულ ფონდებს, ასევე „ანგელოზ ინვესტორებს“, რომელთა სახელებსაც უკავშირდება კომპანიებისთვის Unicorn სტატუსის მიღწევა. ასევე, PAYZE-ის არსებულ ინვესტორებს პირდაპირი კავშირი აქვთ ისეთი კომპანიების წარმატებებთან, როგორიცაა Square & Twitter, Dropbox და აშ. PAYZE-მ ოპერირება დაიწყო 2021 წლის იანვარში და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება ძალიან სწრაფი ტემპით. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და იზრდება სწრაფად, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)