18:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 19:59:17, 780 ნახვა

საზოგადოება
ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილმა ხუთი 50მგ-იანი თაფლის ქილიდან ოთხი უკან, ადმინისტრაციას დაუბრუნა

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილმა შეძენილი ხუთი ქილიდან ოთხი უკან დააბრუნა. ამის შესახებ ხერხეულიძემ მიხეილ საკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, სააკაშვილმა იცოდა რომ შეიძლებოდა სპეკულაციისთის გამოეყენებინათ ეს თაფლის ქილები, რის გამოც მან აქტზე მოაწერა ხელი და ქილები უკან ადმინისტრაციას დაუბრუნა.

" მინდა, გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მეშვეობით გავრცელდა საკვების მიღებასთან დაკავშირებით. ამ ამბის მთელი ანატომია ყოფილა ასეთი. როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად დეპარტამენტის უფროსი შევიდა, ურჩია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და უთქვამს, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია ხუთი ცალი 50მგ-იანი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება, ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელისმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა".- ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს,  პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღარიაშვილის თქმით, როცა ადამიანი შიმშილობს, მაშინ ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა მიირთმევდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics