|
2021-10-08 12:02:12, 518 ნახვა
საზოგადოება
წინანდალში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა
საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მეოთხე ვიზიტს მასპინძლობს. ვიზიტის მეორე დღე წინანდალში, „რადისონ ქოლექშენში“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომით გაიხსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალიანსის უმაღლეს სამხედრო პირებსა და ქართულ მხარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი მიესალმნენ. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველოში ვიზიტი ალიანსის ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულების კიდევ ერთი დასტურია და აღსანიშნავია, რომ საქართველო სარგებლობს ნატო-ს უპრეცედენტო მხარდაჭერით, რაც მნიშნელოვანი ფინანსური, საექსპერტო და პრაქტიკული დახმარებით გამოიხატება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები, თავდაცვის სისტემასა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მხარეებმა ყურადღება პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს. ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი ინფრასტრუქტურა და სისტემები დადებითად შეაფასეს და ქართული ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნისა და თავსებადობის დონე აღნიშნეს. ნატო-ს მხარემ საერთო უსაფრთხოების ძალისხმევაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გამოთქვა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)