22:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 16:31:50, 688 ნახვა

საზოგადოება
მიქაელ ბოტკოველი - სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.

დეკანოზმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ  სააკაშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შიმშილობის შეწყვეტას არ  აპირებს.

"მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.  მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა  მიხეილ სააკაშვილს  უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა. ამასთანავე, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics