22:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 11:07:33, 345 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 66 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდათ,  საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად -  ერთ ლარად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც 2017 წელს დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, ისევე, როგორც სხვა ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, დღეს კი გვინდა, 66 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად. მათ გადაეცემათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მათგან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, ხოლო 3 - მთაწმინდაზე. ვულოცავ ამ ოჯახებს, მინდა, ყველას წარმატებები და სიხარული ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ამავე პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად. 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics