03:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 12:31:58, 1643 ნახვა

რეგიონი
სასწავლო-სააღზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებსა და საკლასო ოთახებში განახლდა

დღეს,  სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის 14-ვე  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და  საკლასო ოთახებში კოვიდრეგულაციების დაცვით განახლდა, ხოლო ქედის N1 საბავშვო-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ვულოცავ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა  და  მასწავლებლებსა  სააღმზრდელო პროცესის  დაწყებას. ერთობლივი ძალებით უნდა უზრუნველვყოთ სააღმზრდელო პროცესის კოვიდუსაფრთხო გარემოში წარმართვა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვა. გილოცავთ და  წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.“ -აღნიშნა მერის მოადგილე, მამუკა ფარტენაძემ.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე  განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან - ეკატერინე ქაჯაიასთან და  ბაგა-ბაღების დირექტორთან- აიშე თებიძესთან ერთად  წონიარისისა და ახოს ბაგა-ბაღებში გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics