|
2021-10-03 12:00:43, 678 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - თქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ
წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. - ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს. ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე: ნაადრევი იყო თუ არა დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმობა გუშინ და რა მოიგო მმართველმა გუნდმა პასუხობს, რომ „თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ციხეში. „მოდით წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაკარგოთ. სირცხვილია, სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო.“ - დასძინა კობახიძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)