|
2021-10-02 13:44:49, 781 ნახვა
საზოგადოება
კელი დეგნანი - აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, დაინტერესებულია თეთრი სახლი და კონგრესიც
ინტერესი და ყურადღება აღნიშნული არჩევნების მიმართ ძალიან დიდია, როგორც ადგილობრივად, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ვაშინგტონში, თეთრ სახლში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში ყურადღება მიპყრობილია საქართველოსკენ. - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოსი კელი დეგნანმა, მარნეულის N85 საარჩევნო უბანზე ყოფნისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახელობას მოვიდნენ საარეჩევნო უბნებზე და რეგულაციების დაცვით მისცენ ხმა. "ეს არის ძალიან მნშვენელოვანი დღეს საქართველოსთვის, მოხარული ვარ, რომ მასში ჩართული ვარ, როგორც დამკვრივებელი მარნეულში ვარ და სასიამოვნოა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩევლები იჩენენ პასუხისმგებლობას და მოდიან უბნებზე, ეს არის შესაძლებლობა, რომ მათი ხმა გაიგონონ, ეს არის საშუალება თუ როგორ ხდიან მოქალაქეები თავიანთ ლიდერებს ანგარიშვალდებულს, როგორ გასნაზღვრავენ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიისა. საელჩო აკვირდება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, ჩვენ გვყავს სადამკვირვებლო ჯგუფები, დაახლოებით, 48 ჯგუფი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე საელჩოში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტერესი და ყურადღება აღნიშნული არჩევნების მიმართ ძალიან დიდია, როგორც ადგილობრივად, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ვაშინგტონში, თეთრ სახლში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში ყურადღება მიპყრობილია საქართველოსკენ. შეშფოთებას გამოვთქვით წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ ცნობებთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო დარღვევებს, დაშინებას, ძალადობას შეეხებოდა, თუმცა, კარგია, რომ პარტიის ლიდერები მშვიდი და წყნარი გარემოსკენ მოუწოდებენ. ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ორგანიზაციას, არ იცის რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, ან რა არის კონკრეტულად მათი როლი საარჩევნოდ, დაკვირვების პროცესში, ალბათ, ესეც ტრენინგის, კვალიფიკაციის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში, მოვუწოდებ მოსახლეობას, ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მოვიდნენ რეგულაციების დაცვით და ხმა მისცენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დეგნანმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)