|
2021-10-01 12:09:13, 504 ნახვა
საზოგადოება
ADB-იმ „თიბისის“, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა
აზრიის განვითარების ბანკმა - ADB, თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გაიმარჯვა. „ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ თიბისის განხორციელებული ტრანზაქციებიდან, მსოფლიოში საუკეთესოდ სწორედ Covid 19-თან დაკავშირებული დასახელდა. ეს სრულიად ახალი სტატუსია თიბისითვის და არსებულ რეალობაში ყველაზე საამაყოც. ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები. გამოწვევბითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, თიბისიმ მოახერხა კოორდინირებულად და ეფექტურად ემუშავა ადგილობრივ თუ საერთაშრისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გარიგებებისა თუ ტრანზაქციების განხორციელება არ შეფერხებულიყო. ასეთი დროული რეაგირება და მხარდაჭერა ზუსტად გამოხატავს თიბისის მისიას - გაუმარტივოს პარნტიორებს ცხოვრება და ბიზნესპროცესები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მეორე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მეშვიდედ დასახელდა. თიბისიმ 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 47.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 33093 ტრანზაქცია განახორციელა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)