00:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 10:13:25, 571 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting' ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

ვაშინგტონში მდებარე მიშელენის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „Maydan" ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო  ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი  იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ- ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში, 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში, 18 ოქტომბერს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია  ხორციელდება. შედეგად,  ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია  700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics