|
2021-09-28 15:53:30, 463 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - მადლობა სასტუმროების სექტორს კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროების ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. სასტუმრო „სტამბაში" გამართულ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის. „ესაა მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია - ვაჯილდოვებთ კოვიდ-სასტუმროებს და იმ სასტუმროებს, რომლებმაც ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწიეს ჩვენ, მთავრობას, ჯანდაცვის სექტორს და მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას, იმის გამო, რომ მათთვის არადამახასიათებელ ფუნქციას შეეჭიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები; პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები; პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროებს ჯილდოები გადასცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. თითოეულმა გამომსვლელმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა სასტუმრო სექტორის გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„ეს იყო ჩვენი, ქართული ნოუ-ჰაუ, ჩვენი, ქართული მართლაც ინოვაცია, რომელმაც ძალიან გაამართლა, რადგან სხვაგვარად ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებდა ამ უზარმაზარ და მოულოდნელ დარტყმას. და დღეს, როდესაც უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, კარგია, რომ ცხოვრება თანდათან შედარებით ნორმალურ რიტმს. თუმცა, ჩვენ ერთი პერიოდი კიდევ დაგვჭირდება სასტუმროების გვერდში დგომა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილების კვალობაზე - როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავკეტოთ ტურიზმის ინდუსტრია და პირიქით, მის აღდგენაზე ვიმუშაოთ, სასტუმროები თანდათან უბრუნდებიან მუშაობის ნორმალურ პირობებს. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან მალე უმასპინძლებენ სულ უფრო მეტ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს. მადლობა მათ ამ თანადგომისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)