|
2021-09-28 15:45:29, 316 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის. „რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ მომავალში აღნიშნული პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. ყოველთვის მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. ბრენდის პროდუქციას შორის გამოარჩევენ სამშენებლო ბლოკს, რომელსაც სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს. გარდა ამისა, ქარხნის მფლობელების განცხადებით, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება, გამძლეა და არსებითად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს. YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თბილისში, ლილოს დასახლებაში. YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს დაიწყო გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)